logo
ENG



"ეს თემა დეკანოიძის დასალაგებელი არაა" - მდინარაძე ზელენსკის პარლამენტში ჩართვაზე

17 მარ 202222:21
3 წუთის საკითხავი
 
"ეს თემა დეკანოიძის დასალაგებელი არაა" - მდინარაძე ზელენსკის პარლამენტში ჩართვაზე
ვახო ქარელი/ფორმულა

"ხატია დეკანოიძის დასალაგებელი და შესათანხმებელი ეს თემა არ არის", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ენმ-ს დეპუტატის განცხადებას იმაზე, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია მზადაა, პრეზიდენტმა მიმართოს საქართველოს პარლამენტს. 

მდინარაძის თქმით, ამას "საჭიროების შემთხვევაში", დააინიცირებს ან საქართველო და მისი ხელისუფლება, ან უკრაინა და მისი ხელისუფლება.  

"ასეთი საკითხები არ გვარდება ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ასეთი საკითხები გვარდება და ლაგდება, თანხმდება ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ამიტომ ომის და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არა საქართველოს პარლამენტის წინაშე.

ამას, საჭიროების შემთხვევაში, დააინიცირებს ან საქართველო და მისი ხელისუფლება, ან უკრაინა და მისი ხელისუფლება და ვისაუბრებთ ამ თემაზე. ხატია დეკანოიძის დასალაგებელი და შესათანხმებელი ეს თემა არ არის. მით უმეტეს, იმ ადამიანის, რომელიც გამოდის უკრაინული ტელევიზიის ეთერში და ამბობს, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის ხელისუფლება შავ ხვრელებს ეძებს, რომ პუტინს დაეხმაროს მკვლელობებში", - თქვა მდინარაძემ. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს. დეკანოიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რამდენჯერმე ჰქონდ აკომუნიკაცია ამ თემაზე.

"პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია მზადაა პრეზიდენტი ზელენსკი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტში და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას საქართველოს პარლამენტიდან", - თქვა მან. 

მანამდე, ეს ინიციატივა ლელოს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააჟღერა პარლამენტში და თქვა, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მოიწვიოს სესიაზე სიტყვით გამოსასვლელად.


close დახურვა